რამდენიმე წუთის წინ, ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ადგილობრივი ბიზნესმენი, ლევან ქუჩულორია დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით 3 ჭრილობა აქვს მიყენებული მუცლის, წვივისა და ბარძაყის არეში.
უგონო მდგომარეობაში მყოფი ბიზნესმენი სასაწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
არსებული ინფორმაციით, ქუჩულორიას თხილის ბიზნესი აქვს. გამორიცხული არ არის, დაჭრის ფაქტი სწორედ მის საქმიანობას უკავშირდებოდეს.
საქმის ძიება სსკ-ის 19-108-ე, მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. თავმდამსხმელის ვინაობა უცნობია.