აშშ-ში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ "ვოლ სტრიტ ჯორნალი" "ეფ-ბი-აი"-ზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, დაკავებული რუსეთის მოქალაქეა და 23 წლისაა. ამ ეტაპზე მისი ვინაობა არ სახელდება. "ვოლ სტრიტ ჯორნალის" ინფორმაციით, ჯაშუშობაში ბრალდებულს 2009 წლის შემოდგომიდან (იმ დროიდან, როცა იგი შტატებში ჩავიდა) უთვალთვალებდნენ.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა სამართალდამცველებმა 11 რუსეთის ჯაშუში დააკავეს, რომლებიც რუსეთის ფედერაციას ამერიკის 4 ჯაშუში გაუცვალეს.