საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, საქართველოს მოქალაქის გივი შანიძის კონსტიტუციურ სარჩელს პირველი კოლეგია არსებითად განიხილავს. მოსარჩელე საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ პიროვნული თავისუფლების განვითარების უფლებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმას, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისთვის.
მოსარჩელის განმარტებით, ადამიანს აქვს უნარი, თავად განსაზღვროს ის საქმიანობა ან მოქმედება, რომელიც მისთვის სიკეთის მომტანია და ამ პროცესში სახელმწიფოს არ უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, მორალური შეფასებები მისცეს ქმედებებს მათი შედეგებისგან განცალკევებით. შეუძლებელია ლეგიტიმური მიზანი გააჩნდეს ისეთი ქმედების დასჯას, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავისკენ არის მიმართული და არ იწვევს საზოგადოების საზიანო შედეგებს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის პასუხისმგებლობა უნდა გაუქმდეს, ვინაიდან აღნიშნული ქმედების კრიმინალიზაცია მის მომხმარებელს სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ინსტრუმენტად აქცევს.
დავის საგანია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ.