შიდა ქართლის რეგიონში, გორის მახლობლად, ინდაურის სახორცე ჯიშისა და ბატის წარმოების ფერმერული მეურნეობა გაიხსნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ორი ფრინველის კვერცხის ინკუბაცია და შემდგომში გამოჩეკილი ჭუკების გაზრდა 45 დღემდე ტექნოლოგიურად რთული და ძვირადღირებული პროცესია.
სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს მეფრინველეობის, კერძოდ, ინდაურისა და ბატის წარმოების დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა აღნიშნული დარგი არასათანადოდა განვითარებული.
არასამთავრობო ორგანიზაცია - "ჰეიფერ ინტერნეიშენალ საქართველო" (Hეიფერ Iნტერნატიონალ Gეორგია) ახორციელებს პროექტს, რომელიც შანსს აძლევს საქართველოში მცხოვრებ ყველა წვრილ ფერმერს თაამად დაიწყოს ინდაურისა და ბატის ხორცის წარმოება მსოფლიოში არსებული ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიით. პროექტი ითავლისწინებს იმპორტირებული საინკუბაციო კვერცხიდან გამოჩეკილი ჭიუკების გაზრდას 45 დღემდე. ამ პერიოდის განმავლობაში მათ ვაქცინაციას საქართველოში გავრცელებულ ფრინველის ყველა ეპიდემურ დავადებებზე და მათ უზრუნველყოფას ვიტამინებით, მიკროელემენტებით და ამინომჟავებით. რაც შემდეგში ფრინველის სწრაფ ზრდას განაპიროებს და შესაძლებლობას იძლევა თითოეულ ფრინველზე წარმოებულ იქნეს 5 კგ ხორცი. კომერციული მამლების წონა 18-22 კგ, ხოლო დედლების წონა- 8-14 კგ-ია. ამ წონას ფრინველები გამოჩეკის დღიდან 12-20 კვირის განმავლობაში აღწევენ.