ლეილა მეხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე მიმდინარე ქალთა საერთაშორისო ტურნირი - "ბათუმის ნავთობტერმინალის თასზე" 4 ოქტომბერს ქართველი ჩოგბურთელების დუელით დასრულდება, ფინალში, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება ერთმანეთს ოქსანა კალაშნიკოვა და სოფიკო შაფათავა დაუპირისპირდებიან. ტურნირის საპრიზო ფონდი 25 000 ათასი აშშ დოლარია.
ნახევარფინალურ შეხვედრებში ქართველმა ჩოგბურთელებმა ფრანგი და ჰოლანდიელი მეტოქეების ჩამოცილება შეძლეს. კალაშნიკოვამ ნატალი პიკიონი (საფრანგეთი) დაამარცხა, შაფათავამ კი ჯეინ ევაიკს (ჰოლანდია) სძლია.