საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ ტელეკომპანია "ფრანს 2"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო ბრალდება რომლის მიხედვითაც, მისი საპრეზიდენტო კომპანიის დასაფინანსებლად შემოწირულობების ფარულად იღებდა კომერციული იმპერია "ლორეალ"-ის მემკვიდრე, ლილიან ბეტანკურისგან.
აღნიშნულ სკანდალში ფიგურირებს საფრანგეთის შრომის მინისტრი, ერიკ ვერტიც. გავრცელებული ინფრომაციით, ვერტიმ ლილიან ბეტანკური შემოწირულობების სანაცვლოდ ფინანსური გამოძიებისგან დაიცვა.
სარკოზიმ განაცხადა, რომ ერიკ ვერტი თანამდებობას შეინარჩუნებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნულ სკანდალთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებაც მოითხოვა.
"ერიკ ვერტი პატიოსანი ადამიანია და მე მას სრულად ვებდობი",_ განაცხადა სარკოზიმ.