საქართველოს მოქალაქე მტკიცედ და ამაყად აცხადებს, რომ ის თავისუფალია და მისი თავისუფალი არჩევანი, დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველო ააშენოს, არის უცვლელი და ვერაფერი შეარყევს ამ არჩევანს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სიტყით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების პირველ ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლა.
პრეზიდენტის განცხადებით, არაერთხელ აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალები საქართველოში ძლიერია, რადგან მათთან ერთად დგას საზოგადოება.
"ჩვენ ვდგავართ რთულ რეგიონში და ვდგავართ მტკიცედ - საქართველოს მოქალაქე მტკიცედ და ამაყად აცხადებს, რომ ის თავისუფალია და მისი თავისუფალი არჩევანი, დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველო ააშენოს, არის უცვლელი და ვერაფერი შეარყევს ამ არჩევანს. არაერთხელ აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალები საქართველოში ძლიერია, რადგან მათთან ერთად დგას საზოგადოება. საზოგადოების მიერ თქვენი მხარდაჭერის ხარისხი უმაღლესია. თქვენ მართლა დიდი სამსახური გასწიეთ ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ეს ერთობა შეიარაღებული ძალებისა და საზოგადოების კიდევ უფრო უნდა გამტკიცდეს. საქართველო უნდა იყოს ძლიერი და შეუვალი თქვენი სიძლიერის გამო, მაგრამ არა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ხართ პროფესიონალები და გაგაჩნიათ ძლიერი სამხედრო უნარები, არამედ იმიტომ, რომ თითეული რიგითი მოქალაქე, როგორც თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე შეიარაღებული კონფლიქტის დროს, დგას თქვენს გვერდით, ემსახურება ერთიან მიზანს - სამშობლოს დაცვისა”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.