ბოლნისში "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერ შახალი მაქსომოვს ორი უცნობი პირი დაესხა თავს, - ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ თავდამსხმელებმა დააზიანეს პარტიის სააგიტაციო ავტომობილი.
"ბოლნისში "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერს შახალი მაქსომოვს თავს დაესხა ორი უცნობი პიროვნება. სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ თავდამსხმელებმა დააზიანეს პარტიის სააგიტაციო ავტომობილი.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა წინასაარჩევნოდ ხელისუფლება მსგავს მეთოდებს მიმართავს მისთვის საშიში კანდიდატების მოსაშორებლად. ევროპული საქართველო მოითხოვს დამნაშავეების სწრაფად გამოვლენას და დასჯას", - ნათქვამია "ევროპული საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.