„თუ იმის გამოკვლევა უნდათ, ვინ განახორციელა სასამართლო ჩვენებების, მათ შორის, შორენა თეთრუაშვილის ჩვენების გასაჯაროვება - პროკურორმა, ადვოკატმა, თუ სხვა პირმა, 374-ე მუხლი არაფერ შუაშია“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.
ადვოკატის განცხადებით, საქმის ძიება არასწორი მუხლით დაიწყო.
„პროკურატურამ, 374-ე მუხლით დაიწყო საქმის ძიება, რაც სამართლებრივი აბსრუდია. ეს მუხლი ადვოკატებზე 5 მაისამდე მოქმედებდა. აღნიშნული მუხლი გამოძიებისათვის და ოპერატიული სამძებრო საქმეებისთვის ხელის შეშლას ითვალისწინებს, რაც წინასასმართლო სხდომამდე ვრცელდება.
თუ რეალური გამოძიება უნდათ, ერთი კონკრეტული დანაშუალის ჩამდენი ჯარჯი წიკლაურის სახით, იქვე ჰყავთ. 2017 წლის 8 მარტს, წიკლაურმა ცალმხრივად გაასაჯაროვა ინფორმაცია ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ. თუ წიკლაურის წინააღმდეგ ამ მუხლით დაიწყებენ ძიებას, წინააღმდეგი არ ვიქნები. სწორედ, პროკურატურის თანამშრომლებმა გამოითხოვეს სხდომის ოქმები, შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ ეს მათივე გასაჯაროვებული იყოს.
დაცვის მხარეს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ გვემუქრება“ , განაცხადა ფანცულაიამ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის მასალების, გამოძიების მონაცემების მედიასაშუალებებით გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.