თბილისის მერიასთან გუშინ გამართულ აქციაზე დაკავებული 6 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ სამართალდამცველებს, რომლებიც ამ პირების დაკავებაში მონაწილეობდნენ, სამხრე კამერების ჩანაწერების წარმოდგენაც მოსთხოვა, თუმცა მათ ეს ჩანაწერები არ აღმოაჩნდაათ. როგორც თავად განმარტეს, აქციის დროს იყო წვიმა, მათ საწვიმარი ლაბადები ეცვათ და სამხრე კამერების დამაგრება ვერ მოხერხდებოდა.
დაკავებულების სასამართლო პროცესი 17 ოქტომბრისთვის გადაიდო.
მანამდე კი მოსამართლის დადგებით, მერიას სასამართლოსგან გაეგზავნება დადგენილება, რომ სასამართლოს წარუდგინოს 2 ოქტომბრის აქციის ამსახველი სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები. აღნიშნული ჩანაწერები მერიამ სასამართლოს დადგენილების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში უნდა წარადგინოს.