სახალხო დამცველის განცხადებით, ე.წ ციანიდის საქმეზე დასკვნას უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.
როგორც უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, დასკვნაში შეჯამებული ყველა ის დარღვევა, რომელიც ომბუდსმენის აპარატმა დააფიქსირა.
„ციანიდის საქმეზე და ამ საქმის მიმდინარეობაზე ჩვენ უკვე ვასრულებთ და უახლოეს დღეებში ალბათ, გამოვაქვეყნებთ შესაბამის დასკვნას, რომელშიც იქნება შეჯამებული ყველა ის დარღვევა, რომელიც ჩვენ მიერ დაფიქსირდა ამ პროცესის მიმდინარეობის დროს, როგორც საგამოძიებო, ასევე სასამართლო პროცესების მიმდინარეობის დროს“, - აღნიშნა ნანუაშვილმა.