ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, კავშირგამბულობის კომპანიები გადასახადს ბრუნვის მიხედვით გადაიხდიან, რომელიც აქციზზე იქნება მუბმული.
"აქციზის ბრუნვასთან პროცენტულ მიმართებას მთავრობა დაადგენს, თუმცა მისი ზღვარი 10 %-ზე მეტი არ იქნება", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა და დასძინა, _ "შემოგვაქვს საერთაშორისო, მათ შორის ამერიკული, პრაქტიკა, როდესაც აქციზი ვრცელდება სატელეფონო კავშირგაბმულობაზე. საქართველოს შემთხვევაში კოდექსი აწესებს ზედა ზღვარს, ანუ 10 პროცენტს, კომპანიების ბრუნვასთან მიმართებაში. განაკვეთი მთავრობამ უნდა განსაზღვროს და ის შეიძლება იყოს 1 %-იც და 5 %-იც და რასაკვირველია, ის დამოკიდებული იქნება დარგში არსებული რეინვესტირების საჭიროებებზე".
მისი თქმით, იმავდროუად ვისაც როგორც არ უნდა მოუნდეს ტარიფს არსებულზე მეტად ვერ გაზრდის.
"ტარიფი რეგულირებადია კავშირგამბულობის მარეგულირებელი კომისიის მიერ. ორად ორი რამე რაც რეალურად გადავიქირეთ ესაა _ განათლება და სამედიცინო აპარატურა. თუმცა ახალი საგადასახდო კოდექსის პროექტში შენიშვნების გათვალისწინებით მართლაც ბევრი დეტალი დავხვეწეთ"- განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კახა ბაინდურაშვილმა.