"მაია რჩეულიშვილმა „ცენტრ პოინტის“ ყველა დეტალი იცის, ის პირადად არის ჩართული ხელშეკრულების მომზადების პროცესში", - ამის შესახებ მაია რჩეულიშვილის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ განაცხადა.
უფლებადამცველის განცხადებით, კომპანიის აქტივების გაყიდვის ხელშეკრულების საბოლოოდ გაფორმებამდე დარჩა პროცედურული საკითხები.
რუსთავის სასჯელაღსრულების 5 დაწესებულებაში „ცენტრ პოინტის“ იურისტები შევიდნენ.
8 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ „ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებთან მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს გაფორმდებოდა.
მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4-4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს თაღლითობას და თანხების მითვისებას ედავება.