უგანდას დედაქალაქ კამპალაში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
"სი-ენ-ენის" ინფორმაციით, დაღუპულია ერთი აშშ-ის მოქალაქე. ასაფეთქებელი მოწყობილობა ჯერ ეთიოპიურ რესტორანში, შემდეგ კი სპორტულ დარბაზში ამოქმედდა, სადაც ასობით ადამიანი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს უყურებდნენ.
წინასწარი ვერსიით, ტერორისტული აქტები სომალურ დაჯგუფება "ალ სახაბიმ" განახორციელა.