ჩილეში რიხტერის შკალით 6,2 ბალის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ კალამადან 79 კილომეტრში მდებარეობდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ ჩილეში თებერვალში 8,8 რიხტერის შკალით ბალი მიწისძვრა, რომელმაც 600 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მას შემდეგ ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში არნახული სეისმური აქტივობა შეინიშნება. ამ დრომდე დაფიქსირებულია 1000-მდე მიწისქვეშა ბიძგი. მათგან 200 საკმაოდ ძლიერი იყო.