იარაღი, რომელიც თქვენს ცრემლებს ტყვიებად გადააქცევს
თქვენი ცრემლები გროვდება მომცრო ზომის ავზში, რომელიც იარაღის მთავარ ნაწილს წარმოადგენს. სწორედ აქ გადაიქცევა თქვენი ცრემლები ყინულის ტყვიებად. ეს შედეგი მშრალი ყინულის და სეკრეცირებული „დარდის“ ურთიერქთქმედებით მიიღწევა.
„ეს იარაღი ჩემს ლექტორთან კამათის შემდეგ შევქმენი. მან დავალების შესასრულებად არაგონივრული დრო დამიწესა, შესაბამისად ვერ შევძელი ვადებში პრეზენტაციის მომზადება. ძალიან ემოციურად ვიყავი განწყობილი და თავზე კონტროლს ვკარგავდი. ეს არის ერთგვარი ვიზუალური მეტაფორა, რომელიც მომაკვდინებელი მიზნებისთვის კი არა იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი რომლებსაც გაუთავებელი დარდისა და გულისტკივილში ხელსახოცები გამოელიათ“ - განმარტავს იდეის ავტორი იე-ფეი ჩენი Dezeen- თან მიცემულ ინტერვიუში
უნივერსიტეტში, დიპლომების გადაცემის ცერემონიალზე ჩენს ნება დართეს იარაღიდან ლექტორის მიმართულებით გაესროლა, რაზეც მან არ იყოყმანა და ესროლა. როგორც გამოცემა იუწყება რაიმე სახის ტრამვას ადგილი არ ჰქონია.
იარაღის პრეზენტაცია ჰოლანდიის დიზაინის კვირეულის ფარგლებში მოხდა. ჩენი წარმოშობით ტაივანიდანაა და ჰოლანდიაში რამდენიმე წელია დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობს.