№82 შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებლის მარინა დარჩიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.
ცნობისთვის, შუახევის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა საწავლო წლის აღსანიშნად Facebook-ის საკუთარ გვერდზე ფოტო დადო, რომელზეც ჩანს, რომ სკოლის მოსწავლეებს „ქართული ოცნების“ დროშები უჭირავთ ხელში.
შუახევის საოლქო კომისიას განცხადებით ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მიმართა და საკითხის მოკვლევა სთხოვა.
მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი კი, რომელიც 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის დღესვე შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.