საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია ერთი ქართველი მესაზღვრე და დაშავებულია 4, - ამის შესახებ ინფორმაციას ,,რუსთავი 2” ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ლაგოდეხის მე-5 სამმართველოში გაზის ბალონი აფეთქდა.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გოგა ქაშიბაძის განცხადებით, ორი მესაზღვრე მძიმე მდგომარეობაში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს და მათ შესაბამისი პროცედურები უტარდებათ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით აღიძრა.