წყალტუბოში, კოლხეთის ქუჩის ექვს ნომერში, ხანძრის შედეგად 88 წლის ქალი გარდაიცვალა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მეხანძრე-მაშველები ადგილზე სწრაფად მივიდნენ, ასაკოვანი ქალბატონი გარდაცვლილი დახვდათ.
მათივე ცნობით, ცეცხლის ქრობის პროცესში მონაწილეობდა 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 10 მეხანძრე-მაშველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.