დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში არც თუ ისე ცოტაა ისეთი ქალაქები, რომლებშიც დასვენება მოქალაქეთა ბიუჯეტს მნიშვნელოვან ზარალს არ მიაყენებს.
ლისაბონი
ატლანტიკის სანაპიროზე მდებარე ამ უძველესი და ულამაზესი ქალაქის მონახულება იმ მოგზაურებსაც კი შეუძლიათ ვისაც ძალიან მცირე ბიუჯეტი აქვთ. აქ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონე მაღალი სულაც არ არის, ამიტომაც საკვებსა და საცხოვრებელზე ფასებს ძვირს ვერ უწოდებ.
ასე რომ, თქვენ გელით გემრიელი საკვები ძალიან კარგ რესტორნებში, ღამის კლუბები და ტავერნები. "ესპრესო" აქ ნახევარი ევრო ღირს, მხოლოდ ერთი ევრო ღირს ცნობილი წვნიანი განსაკუთრებული კომბოსტოდან, ხოლო 5-10 ევროდ ძალიან კარგად ივახშმებთ. მავარი სირთულე აქ - ავიაბილეთების სიძვირეა.
რიგა
ამ უმშვენიერეს ქალაქში კრიზისის დროს ფასები იმდენად შემცირდა, რომ აქ ჩასვლა უკვე ნებისმიერს შეუძლია. დღეში მხოლოდ 30 ევროდ შეიძლება 4-5 ვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრება, ხოლო საბიჯეტო სასტუმროში კი დღეღამეში მხოლოდ 15-20 ევროდ ორადგილიანი ნომრის დაჯავშნა შეიძლება. რიგის კიდევ ერთი ღირსება იმაშია რომ იგი ახლოა.
ბერლინი
ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ევროპის ფინანსურ ცენტრში მოგზაურობა ბევრ ფულს არ საჭიროებს. ამასთან ერთად, ნებისმიერი მომსასხორეობის ხარისხი, ისევე როგორც მთელს დანარჩენ გერმანიაში ძალიან მაღალია.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის მთარობა ბიუჯეტისათვის დამატებით სახსრენის მოსაზიდად სასტუმროს მეპატრონეებს ფასების აწევას აიძულებს, ბერლინი დღემდე რჩება ევროპის ერთ ერთ არაძვირ ქალაქად. აქ ნორმალურ სასტუმროში გაჩერება 25-40 ევროდ შეგიძლიათ.
პრაღა
ევროპის ერთ ერთი ულამაზესი ქალაქი, რომელიც პარიზისა და ვენის გვერდით დგას, თუმცა მათგან ფასებით განსხვავდება. ჩეხეთში კრიზისია და სასტუმროები იძულებულნი არიან სპეცწინადადებებით მოიზიდონ კლიენტები. აქ ნომრის ფასი, რეალურად არსებულის ლამის მეხუთედს წარმოადგენს. ამიტომაც ქალაქის ცენტთან ახლოს მდებარე, კომფორტულ სასტუმროში ორადგილიანი ნომერი საუზმით შესაძლოა 30 ევროზე ნაკლები ღირდეს.
არის შემთხვევები რესტორნებში როდესაც "ტრადიციულ ჩეხურ ვახშამში" ტურისტებს 100 ევროს სთხოვენ, თუმცა საკმარისია ცოტა გასცილდეთ ტურისტულ ადგილებს და კარგი ლუდი ევრონახევარი ღირს და კარგი ვახშამი 8 დან 15 ევრომდე მადის მიხედვით.
ბუდაპეშტი
სამწუხაროდ, ბოლო წლებში აქ ფასები გაიზარდა, თუმცა ისინი ჯერ კიდევ ხელმისაწვდობია. აქ ქალაქის რესტორანში შესაძლოა 10 ევროდაც მიირთვათ, სასრტუმროს ნომერი კი დღეღამეში 30 დან 40 ევრომდე ღირს.
ვროცლავი
გასაკვირია, მაგრამ არამდიდარი პოლონეთი ბოლო დროს ტურისტებს მაღლი ფასებით აფრთხობს. ვარშავა ძალიან გაძვირდა, გრაკოვი გადავსებულია, ამიტოამც მათ ვისაც პოლონეთის მონახულება სურს საუკეთესო ვარიანტი ვროცლავია. აქ ფასები საშუალოა. ლუდი 2 ევრო ღირს სადილი კი 10 ევრო - ეს ადგილობრივი რეტორნების საშუალო ფასებია.
ვილნიუსი
ვილნიუსის ისტორიული ცენტრი ნამდვილ განძს ინახავს - ეს განძი იუნესკოს მემკვიდრეობაშია შეტანილი როგორც ბაროკოს სტილის ყველაზე მნიშვნელოვანი ანსამბლები. თუმცა ამასთან ერთად ლიტვის დედაქალაქი - რიგის უფრო იაფი ვარიანტია. იგი ყველასათვის ხელმისაწვდომია, მაგრამ უნდა იჩქაროთ - ლიტვა მალე ევროზე აპირებს გადასვლას, რაც რათქმაუნდა ფასების ზრდას გამოიწვევს. ვილნიუსამდე ჩასვლა მოსკოვიდან ან მინსკიდან მატარებლითაც შესაძლებელია.