ქუთაისში, წუხელ ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სამი სალონი გაძარცვეს.
მომხდარის შესახებ მეპატრონეებმა მაშინ გაიგეს, რაც დილით სამსახურში მივიდნენ.
როგორც kutaisipost-ი სალონში დასაქმებულებზე დაყრდნობით წერს, ერთი სალონიდან 500, მე-2-დან 200 ლარამდე თანხაა წაღებული, მესამე ობიექტიდან კი არაფერი წაუღიათ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.