ირანი მსოფლიოში ყველაზე საზარელ ტერორისტულ აქტს მოაწყობს. ამის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის ყოფილმა წევრმა განაცხდა, რომელმაც 10 წელი აშშ-ის დაზვერვაზე იმუშავა.
მზვერავმა, რომლის ფსევდონიმია რეზა კახლილი, ვაშინგტონში, ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტში განაცხადა, რომ ირანი შეტევას მიიტანს ისრაელზე, ევროპაზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე.
მან ირანზე გამაფრთხილებელი დარტყმის მიყენების მოწოდება გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ დარტყმა არ უნდა განხორციელდეს ქვეყნის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.
"ობამას ადმინისტრაცია უკიდურესად გულუბყრვილოა, როდესაც ირანს სუსტ და გადაუწყეტილების ძნელად მიმღებ სახელმწიფოდ მიიჩნევს", - განაცხადა რეზა კახლილმა, და დასძინა, _ "ეჭვი არავის უნდა შეეპაროს იმაში, რომ ირანი აპირებს განახორციელოს ყველაზე საშინელი ტერორიტული აქტები კაცობრიობის ისტორიაში. ისლამური რესპუბლიკა შეტევას მიიტანს ისრაელზე, ვეროპული სახელმწიფოების დედაქალაქებზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე".
რეზა კახლილმა შესაბამისი განცხადებებეი ვაშინგტონში საკუთარი წიგნის _ " დრო რათა გაყიდო (გასცე , Time To Betray) ცენტრალური სადაზვერვო სამსახურისა და ირანის რევოლუციური გვარდიის აგენტის გასაოცადი ორმაგი ცხოვრება"_ პრეზენტაციაზე გააკეთა.