ოთხწლიანი პაუზის შემდეგ კუბის რევოლუციის ლიდერი 83 წლის ფიდელ კასტრო საზოგადოებაში გამოჩნდა. კასტრო კუბის ნაციონალური კვლევით ცენტრს ეწვია, სადაც ცენტრის დაარსების 45 წლისთავს აღნიშნავდნენ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და ფიდელ კასტროს ფოტოები ადგილობრივმა ინტერნეტსაიტმა "Cubadebate" გაავრცელა.
მას შემდეგ, რაც კუბის რევოლუციის ლიდერმა 2006 წელს ქირურგიული ოპერაცია გაიკეთა საზოგადებაში აღარ გამოჩენილა, თუმცა აქტიურად აქვეყნებდა პუბლიკაციებს და კუბაში ჩასულ პოლიტიკოსებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხშირად
ხვდებოდა.
.