თეირანის მიერ დასავლეთის ქვეყნებთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ისლამური ქვეყანა აშშ-გან ისრაელის ბირთვული პროგრამის მიმართ თავისი დამოკიდებულების დაფიქსირებას მოითხოვს. ეს განცხადება ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა გააკეთა.
მისივე თქმით, ვაშინტონმა უნდა განმარტოს თუ როგორი დამოკიდებულება აქვს "სიონისტური რეჟიმის ბირთვული არსენალის მიმართ" და მზად არის თუ არა მის არსებობას შეეგუოს. აჰმადინეჯადი ასევე აცხადებს, რომ თუკი აშშ-ს სურს "ეს ბომბები ხელთან ახლოს ჰქონდეს" მაშინ დიალოგის მიმართულება სულ სხვანაირი იქნება.
ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ იგი ასევე მოითხოვს აშშ-დან განმარტოს ის, თუ როგორ სრულდება მოვალეობები ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ და აპირებს თუ არა ვაშინგტონი ძალის გამოყენებას.
ამას გარდა, ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა აჰმადინეჯადმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანის წინააღმდეგ მიღებული ახალი სანქციების კომენტირებისას ასევე განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ამ შეზღუდვების მიუხედავად წარმატებით განვითარებას მაინც გააგრძელებს.
შეგანხსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ს ადმინისტრაციასთან საიდუმლო შეთანხმება გააფორმა ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.