აშშ-ში რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი სერგეი ტრეტიაკოვი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია აშშ-ს რადიოსადგურმა " WTOP "-მა გაავრცელა. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ყოფილი რუსი ჯაშუში, რომელიც 2000 წელს აშშ-შ გაიქცა, 2010 წლის ივნისში "ბუნებრივი მიზეზების გამო" გარდაიცვალა.
"გაკვეთისა და ტოქისიკოლოგიური ექსპერტიზის მიზეზები არ გახმაურებულა, თუმცა მისმა ქვრივმა ელენა ტრეტიაკოვამ დაადასტურა ეს ინფორმაცია და განახადა, რომ იგი ბუნებრივი მიზეზების გამო 2010 წლის ივლისში გარდაიცვალა", _ იუწყება " WTOP "-ი.
აღსანიშნავია, რომ ტრეტიაკოვი აშშ-ში ნიუ-იორკში რუსულ მისიაში ხუთწლიანი მუშაოების შემდეგ გაიქცა. მისი სახელი მედიაში ხელახლა მაშინ ამოტივტივდა, როდესაც აშშ-ში ახლახანს რუსეთის 11 ჯაშუში დააკავეს. გაჩნდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტრეტიაკოვი შესაძლოა ამ საქმესთან იყოს დაკავშირებული, თუმცა მისმა მეუღლე განაცხადა, რომ გარდაცვლილმა არაფერი იცოდა დაკავებული რუსი ჯაშუშების შესახებ.