რამდენიმე წუთში თბილისის საქალაქო სასამართლოში მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, ოთარ აბესაძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.
როგორც საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ „ჯი-ეიჩ-ენს“ განუცხადა, დღეს ბრალდების მხარე შესავალი სიტყვით წარდგება.
„დღეს არის ოთარ აბესაძის საქმის არსებითი განხილვა, რომელსაც ბრალი ქრთამის აღებაში ედება. ბრალდების მხარე შესავალი სიტყვით წარდგება ანუ მე, როგორც პროკურორი მოვახსენებ სასამართლოს თუ რა მტკიცებულებები იქნება გამოკვლეული, რომელიც ოთარ აბესაძის ბრალეულობას ადასტურებს“, - განაცხადა პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა.
შეგახსენებ, რომ ოთარ აბესაძე მიმდინარე წლის 11 ივლისს ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.