ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, შვილის მიერ დაჭრილი ხანდაზმული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ დიმში გამგებლის წარმომადგენელმა, ტარიელ ყიფიანმა განუცხადა.
„ქალბატონის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება... მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ხშირად სვამდა, ფსიქიკური პრობლემებიც აწუხებდა, რამდენჯერმე უმკურნალეს კიდეც. ოჯახშიც პატარ-პატარა კონფლიქტები მოსდიოდა ხოლმე. მშობლებისთვის თვითონ უთქვამს, სამკურნალოდ წამიყვანეთო, ამ სამზადისში იყვნენ ოჯახის წევრები, როცა სანადირო თოფიდან ჯერ დედას, შემდეგ კი, მამას ესროლა“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში გამგებლის წარმომადგენელმა, ტარიელ ყიფიანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 50 წლამდე მამაკაცმა სანადირო თოფიდან მშობლების მისამართით სროლა განახორციელა, რის შედეგადაც მამა ადგილზე გარდაიცვალა, დედა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქმის ძიება, სისხლის სამართლის კოდექსის, 11 პრიმა 108-ე მხულით მიმდინარეობს, რაც ოჯახური კონფქლიტის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული ბრალი დამტკიცების შემთხვევაში,7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.