უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის იუბილეზე ყირიმში ჩასვლას გეგმავს არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, არამედ პრემიერი ვლადიმერ პუტინიც. ინფორმაციას ამის შესახებ "ლევი ბერეგი" უკრაინული "რეგიონების პარტიაში" არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინაში იმყოფება ასევე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
უკრაინაში იანუკოვიჩის იუბილეზე, რუსეთის პრეზიდენტისა და პრემიერის გარდა, აპირებენ ჩასვლას ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო და ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი.