საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სომხეთის მოქალაქის, ა.ბ-ს ავტომობილის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული სიგარეტის ნაწარმი ( 1200 ღერი) აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, მასვე ჩამოერთვა საქონელი და სატრანსპორტო საშუალება.