რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ანდრეი შიშკინის თავმჯდომარეობით გაიმართა თათბირი, რომელიც ე. წ. სამხრეთ ოსეთში ელექტროენერგეტიკის განვითარების საკითხებს მიეძღვნა.
ოს სეპარატისტთა მხრიდან თათბირში მონაწილეობა მიიღო ე. წ. სამხრეთ ოსეთის პრემიერმა ვადიმ ბროვცევმა, რუსული მხრიდან კი რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილის Yთანაშემწემ გენადი ბუკაევმა, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მრჩეველმა სერგეი ზახარკინმა და სს "ინტერ რაო ეესის" წარმომადგენელმა სერგეი პერევედენცევმა.
თათბირზე განხილულ იქნა რუსული კომპანიების დახმარებით სამხრეთ ოსეთში სარეზერვო ენერგეტიკული სიმძლავრეების შექმნა ე. წ. სამხრეთ ოსეთში.
თათბირის შედეგად, "გაზპრომენერგოჰოლდინგს" დაევალა 8 აგვისტომდე დაამუშავოს საკითხი ე. წ. სამხრეთ ოსეთში 20-25-მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ. ამ საქმეში მათ უნდა დაეხმაროს სს "ინტერ რაო ეესი" და აღნიშნული პროექტი რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროში წარადგინონ.
ამასთან, სს "რუსგიდროს" დაევალა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჰიდროელექტროსადგურის შესაძლო მშენებლობის შესახებ საკითხის დამუშავება.