საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ, საბერძნეთის ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთით, ევროპის ქვეყნებში შეძენილი ავტომობილით ბრუნდებიან საქართველოში, საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს:
,,გასული თვეების განმავლობაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ევროპულ ქვეყნებში ავტომობილის შეძენისას, მისი ტერიტორიიდან მოყოლებული ევროკავშირის სხვა ტერიტორიებზე გადაყვანა საჭიროა, მოქალაქეები არ ითხოვენ ე.წ. საექსპორტო დეკლარაცია, რისთვისაც საბერძნეთ-თურქეთის სასაზღვრო პუნქტს აქვს ჯარიმის გადახდა.
ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული პრობლემა წარმოიქმნება, რადგან საქართველოს მოქალაქეები არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროპულ ქვეყანაში შეძენილი ავტომობილით საქართველოში დაბრუნებისას, საბერძნეთის ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთის შემთხვევაში, სავალდებულოა მოქალაქის ჰქონდეს ავტომობილის საექსპორტო დეკლარაცია, რათა შეუფერხებლად გადაკვეთოს საზღვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ავტომობილით საზღვრის გადაკვეთის უფლება არ იქნება.
საბერძნეთის კანონმდებლობით, საექსპორტო დეკლარაციის გარეშე ქვეყნის ტერიტორიიდან ავტომობილის გაყვანისთვის დაწესებულია 500 ევროს ოდენობით ჯარიმა. შესაბამისად, ქართველი მოქალაქეები, რომლებსაც ევროპაში ყიდულობენ ავტომანქანა და არ გააჩნიათ საექსპორტო დეკლარაცია, საბერძნეთი-თურქეთის საზღვრის გადაკვეთის პუნქტი ("კის" საზღვრის გადაკვეთის პუნქტი), საბერძნეთის საბაჟო სამსახურის მიერ ეკისრება აღნიშნული თანხის გადახდა.
აღსანიშნავია, რომ საექსპორტო დეკლარაციის მიღება განხორციელდება ავტომობილის შეძენის ქვეყანაში. საბერძნეთის საბაჟო სამსახურების მიერ, საექსპორტო დეკლარაციისგაფორმება არ ჩატარდება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ქ. სალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ვებ-გვერდზე: http://thessaloniki.con.mfa.gov.ge“, - ნათქვამია განცხადებაში.