საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ამერიკის სეგმენტში, ტუალეტის გარდა, ჟანგბადის მიწოდების სისტემაც მწყობრიდან გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" რუსეთის სარაკეტო-კოსმოსურ განყოფილებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"უბრალოდ რაღაც სჭირს ამერიკულ სეგმენტს. ჩვენი პარტნიორებს ტუალეტთან ერთად, ჟანგბადის მიწოდების სისტემაც გამოვიდა მწყობრიდან. ახლა "ნასა" ავსტრონავტები არ მხოლოდ ჩვენ ტუალეტში დადიან, მოდულ "ზვეზდაში", ასევე ჩვენს ჟანგბადის სისტემას "ელეკტრონს" ხმარობენ", - აცხადებენ რუსი კოსმონავტები.
სააგენტოს ინფორმაციით, ამერიკელების სეგმენტში ჟანგბადი სისტემა მწყობრიდან 5 ივლისს გამოვიდა, თუმცა "ნასა" აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ამერიკულ მხარეს მხოლოდ დრეს მიაწოდა.