რთველში პოლიტიკოსების გარდა დიპლომატებიც ჩაერთნენ.
კახეთში, ყვარელის რაიონში, ერთ-ერთ ადგილობრივ გლეხს ყურძნის კრეფაში საქართველოში საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე და ამერიკის ელჩის თანაშემწე დაეხმარნენ.
რთველის შემდეგ დიპლომატებმა ყურძნის დაწურვაში მიიღეს მონაწილეობა, მოგვიანებით კი მწვადის შეწვაც სცადეს.
"რთველში საქართველოში პირველად ვარ. მანამდე ყურძენი ჩემი ბაბუის ვენახში, საფრანგეთში მაქვს დაკრეფილი. საქართველოში განსხვავებული ტრადიციაა და მე ეს ძალიან მომწონს", - განაცხადა ფურნიემ.
ყვარელში დიპლომატებთან ერთად "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძეც იმყოფებოდა. მან საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ქართული ადათ-წესების გაცნობაში დახმარებას მომავლშიც დაჰპირდა.