პაკისტანში ავღანეთის საზღვართან მოჰმანდის რეგიონში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 90-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
შემთხვევა სოფელ იაკაგანდიში მოხდა. ტერორისტი ადგლიობრივი ადმინისტრაციის შენობასთან მოტოციკლით მივიდა და აფეთქება განახორციელა.
ცნობისათვის, "ბი-ბი-სის" სამხედრო ექსპერტების განცხადებით, მოჰმანდის რეგიონზე ალ-ქაიდა და თალიბანი კვლავ დიდ ზეგავლენას ახდენენ.