აშშ-მა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობასა და ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილი ათი ადამიანის გაძევების გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ მიიღო. ისინი რუსეთში სპეცრეისით გაემგზავრებიან.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა კი რუსეთის ტერიტორიაზე ჯაშუშობაში ბრალდებული ოთხი პატიმარი შეიწყალა.
აშშ-სა და რუსეთსა შორის პატიმრების გაცვლის ზუსტი დეტალები არ ხმაურდება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში აშშ-ს დაზვერვასთან თანამშრომლობისათვის დაკავებული იგორ ხრიტიაგინი უკვე ვენაში იმყოფება. სავარაუდოდ სწორედ მას და კიდევ სამ დაკავებულს გაცვლიან დეპორტირებულ ჯაშუშებში.