გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალგზრდა გულშემატკივრებმა ცნობილი რვაფეხა - პაული მოკლეს, რომელიც გერმანიის ნაკრების მატჩების შედეგების წარმატებული პროგნოზირებით იყო ცნობილი. ამის შესახებ სხვადსხვა გერმანული ფორუმების ბლოგერები იუწყებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის ნაკრების 16 ახალგაზრდა გულშემატკივარი გუშინ, ესპანეთი - გერმანიის (1-0) ნახევრაფინალური მატჩის შემდეგ, იმ ზოოპარკში შეიჭრნენ, სადაც პაული ბინადრობდა, აკვარიუმი გატეხეს და "წინასწარმეტყველი" 2 წლის, რვაფეხა მოკლეს. გერმანიის ნაკრების მარცხის გამო განრისხებული გულშემატკივრების დაკავება პოლიციამ მოახერხა. წინასწარი ინფორმაციით, გულშემატკივრები რვაფეხა პაულის სხეულისგან კერძის დამზადებასა და მის შეჭმას აპირებდნენ.
ცნობისათვის, გერმანია - ესპანეთის ნახევარფინალური მატჩის წინ რვაფეხა პაულმა ესპანელების გამარჯვება "იწინასწარმეტყველა."
როგორც ცნობილია, რვაფეხა პაული მხოლოდ გერმანიის ნაკრების მატჩების შედეგებს პროგნოზირებდა. გავრცელებული ინფორმაციით, რვაფეხმა მიმდინარე მუნდიალზე გამოიცნო გერმანელთა გამარჯვება ინგლისის და არგენტინის ნაკრებ გუნდებთან შეხვედრებში. ამასთან, როგორც ცნობილია, "წიანსწარმეტყველ" რვაფეხას გერმანიის ნაკრების მონაწილეობით ყველა მატჩის შედეგი აქვს გამოცნობილი გარდა ერთისა - 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის წინააღმდეგ რვაფეხამ გერმანელების გამარჯვება იწინასწარმეტყველა, მატჩი კი ესპანეთის ნაკრებმა 1:0 მოიგო.
ცნობისათვის, რვაფეხას "წინასწარმეტყველება" შემდეგ პრინციპში მდგომარეობდა: გერმანიის ნაკრების მატჩის წინ რვაფეხასთან მიდიებით სავსე ორი ყუთი შეჰქონდათ, სადაც გერმანიის და მისი მოწინააღმდეგე გუნდის ეროვნული დროშებიც იყო მოთავსებული, გავრცელებული ინფორმაციით ,იმარჯვებდა ის გუნდი, რომელ ყუთსაც პაული აირჩევდა.