ყირგიზეთის ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიაზე შეიძლება კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზა განთავსებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.
"ყირგიზეთში რუსეთის მეორე სამხედრო ბაზის განთავსების შესაძლებლობა კვლავ აქტუალურია. აღნიშნულ საკითხს ქვეყნის ხელმძღვანელობა განიხილავს", - განუცხადა ჟურნალისტებს ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსლან კაზაკბაევმა.
მისვე თქმით, აღნიშული საკითხი აქტუალურია, თუმცა ამ ეტაპზე ორმხრივი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.