გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში, მდინარე აჭარისწყლის შენაკადზე, მოქალაქეები წითელ ნუსხაში შეტანილ მდინარის კალმახზე თევზაობდნენ და მოპოვებული ჰქონდათ, დაახლოებით, 5 კგ კალმახის სახეობის თევზი.
შედგა შესაბამისი ოქმი.