რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოსა და ცენტრალურ აზიაში პიერ მორელს ტელეფონით ესაუბრა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საუბრის ძირითადი თემა საქართველოს კონფლიქტური რეგიონები იყო.
"განიხილეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე არსებული სიტუაცია ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პერსპექტივები", _ იუწყება რუსეთის საგარეო უწყება.