დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე დღეს, 12:00 საათზე გამოაცხადებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზმა და დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა 1-ელ სექტემბერს წარმოთქვეს. რის შემდეგაც მოსამართლე სატათბიროდ გავიდა.
როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარე იმედს გამოთქვამენ, რომ მოსამართლე მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას.
დღეს, განაჩენის გამოცხადების პროცესი მედიისთვის გახსნილი იქნება.