თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის მერიის არქიტექტორის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ძაგნიძეს და მასთან ერთად დაკავებულ ვალერი მიმინოშვილს პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე დავით კურტანიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა 30 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ ვალერი მიმინოშვილის გათავისუფლებაზე არ დააკმაყოფილა.
წინასასამართლო სხდომა 25 ოქტომბერსაა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, ლევან ძაგნიძე და ვალერი მიმინოშვილი თაღლითობის მცდელობისთვის დააკავეს.