ე.წ. ციანიდის საქმის პროცესიდან გამოსულმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების პროცესში არსებულ პროცედურულ დარღვევებზე ისაუბრა.
"უამრავ პროცედურულ დარღვევას ჰქონდა ადგილი [დეკანოზ გიორგი მამალაძის] დაკავების მომენტიდან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გაითვალისწინებს იმ ხარვეზებს, რომლებიც გამოძიებაში არსებობს. დარღვევებთან დაკავშირებით ჩვენ ვაპირებთ დასკვნა მოვამზადოთ, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მოსამართლემ გაითვალისწინოს ეს ხარვეზები და მოახდინოს მტკიცებულბების შეფასება. ვიმეორებ, პროცედურული დარღვევები ძალიან ბევრია, დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო ამაზე ყურადღებას გაამახვილებს", - განაცხადა ნანუაშვილმა.
ამ წუთებში, ადვოკატები დასკვნით სიტყვას ამბობენ.