ნარკოდანაშაულში ბრალდები გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება.
როგორც გიორგანაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენ"-ს განუცხადა, დღევანდელ პროცესზე ექსპერტი და პოლიციელი დაიკითხებიან.
"დღეს დასკვნითი ნაწილი არ არის, ამიტომ მოლოდინთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მოწმეებს დაკითხავენ. მზად ვარ დასაკითხად, დარწმუნებული ვარ, რაც საქმეში უწერიათ, იგივე ტექსტით იქნებიან, არაფერი შეიცვლება და სიმართლეს არ იტყვიან. დღეს ექსპერტი და პოლიციელი დაიკითხება, ეს პოლიციელი არ გახლდათ ის ადამიანი, ვინც ჩემს დაკავებაში მონაწილეობას იღებდა, რადგან სახეზე ვცნობ დღევანდელ მოწმესაც და იმასაც, ვინც ჩემი დაკავება აწარმოა. იმ ადამიანმა დაიბრალა, რომ ვითომ მან ამოიღო ის ნივთმტკიცება, რაც ამოიღო. მოკლედ, დღევანდელ პროცესზე ვინც დაიკითხება, ისინი არ არიან მოწმეები, მათ არ ამოუღიათ ნივთმტკიცება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ რაც საპყრობილედან გამოვედი, ტელეფონის დაბრუნებას ვითხოვ და არ აბრუნებენ, ამაზე მილიარდი ტყუილი აქვთ ნათქვამი და ვერ ვხვდები, რაში სჭირდებათ. თვენახევარია ტელეფონს ვითხოვ", - აღნიშნა გიორგანაშვილმა.