ე.წ. ციანიდის საქმეზე დასკვნითი სხდომა დღეს გაიმართება.
ბრალდებული დეკანოზი დღეს საბოლოო სიტყვით წარდგება, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავა.
დასკვნითი სიტყვა მზად აქვს დაცვის მხარეს. ადვოკატები ყველა იმ გარემოებაზე გაამახვილებენ ყურადღებას, რომელიც მამა გიორგი მამალაძის უდანაშაულობას ამტკიცებს.
მათი შეფასებით, ბრალდების მტკიცებულებები აბსურდულია და არც ერთი მოწმის ჩვენებით არ დასტურდება დეკანოზის ბრალეულობა.