ნაწილობრივ ვიზიარებ პასუხისმგებლობას და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, პირველ რიგში კი ჩემს ოჯახს შექმნილი ვითარების გამო, - ამის შესახებ მერიის თანამშრომელმა ოთარ აბესაძემ სასამართლოს დღევანდელ პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, ის გარკვეულ გარემოებებზე სასამართლოსთვის ჩვენების მიცემისას ისაუბრებს.
"მზად ვარ პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის, მზად ვარ მხოლოდ იმ იურიდიულ ჩარჩოებში, რომელსაც მე და დაცვის მხარე მივიჩნევთ რომ უნდა მიდიოდეს პროცესი. ნაწილობრივ ვიზიარებ პასუხისმგებლობას და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, პირველ რიგში კი ჩემს ოჯახს შექმნილი ვითარების გამო", - განაცხადა აბესაძემ.