გერმანიის მმართველი კოალიციის მიმართ ამომრჩეველთა მხარდაჭერის დონე რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე, 35 პროცენტამდე დაეცა.
შესაბამისი მონაცემები კვლევითმა ინსტიტუტმა Fორსა-მა გამოაქვეყნა.
ქრისტიან-დემოკრატებსა და ქრისტიან-სოციალისტებს მხარს გამოკითხულთა 31 პროცენტი უჭერს, თავისუფალი დემოკრატების რეიტინგი კი 4-პროცენტიან მაჩვენებელზე იმყოფება.
ოპოზიციის წილზე ამიმრჩეველთა 57 პროცენტი მოდის. ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიულ პარტიასა და "მწვანეებს" მხარს შესაბამისად 27 და 18 პროცენტი უჭერს. რესპოდენტთა 12 პროცენტმა ხმა "მემარცხენეების" პოლიტიკას მისცა.