მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშრებით, რომ ყარაჯალაში 42 წლის მამაკაცის წამების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს, შსს-ში არ ადასტურებენ. უწყება „ჯი-ეიჩ-ენთან“ აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 5 პირი, რომელთაც რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, გამოძიება გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს, 42 წლის მამაკაცს 15-ზე მეტი პირი ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი, მასზე სექსუალურად იძალადა. ძალადობის მსხვერპლი თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს.
საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 146-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.