სიღნაღში ძაღლების თავშესაფრის მეპატრონეს სცემეს.
როგორც სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, მატილდა ნასვამმა ბიჭმა სცემა. მისი ინფორმაციით, ბიჭი 17 წლის ძაღლს ხმამაღლა აგინებდა, რა დროსაც თავშესაფრის მეპატრონემ ძაღლის დაცვა სცადა, სწორედ ამ დროს ნასვამმა ბიჭმა მასზე იძალადა.
"თბილისელმა ნაბიჭვარმა სცემა და იმალებაო. ბებია-ბაბუა ჰყოლია სიღანაღში - ესაა რაც ვიცით. ბიჭი ნასვამი ყოფილა და შარზე. ჯერ ბიჭიკოს გადაკიდებია, ბიჭიკო ძლივს დადის, 17 წლის ძაღლია, ხმამაღლა აგინებდაო, მერე მატილდა გამოსარჩლებია და იმისთვისაც უგინებია და შელაპარაკებისას ორჯერ ზედიზედ მუშტი დაურტყამს სახეში. ხელჩრთულ ომში გადასულა. 112 თვითონ მატილდამ გამოძახა. ყველაზე ცუდი ისაა რომ მატილდას უმცროსი შვილი ახლდა. წარმოიდგინე რა დღეში ჩავარდებოდა ბავშვი", - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ჯი-ეიჩ-ენ"-ს განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, დაზარალებულს უტარდება ექსპერტიზა. დამნაშავის ვინაობა ცნობილია.