რიკოთის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
სოფელ ეწერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს საპირისპირო მიმართულებიდან გადმოსული მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი გადაბრუნდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ორი მგზავრი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.