ნავთლუღის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე მის თანამშრომელს ყოველთვიურად 400 ლარს სძალავდა, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ბექა ეჟაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცერსის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, ნეფარიძესთან ერთად ქრთამის აღებაში ბრალი ედება მის თანამშრომელ ანა მენთეშაშვილსაც.
საქმის პროკური არ გამორიცხავს, რომ მოპოვებული მასალების მიხედვით, სხვა თანამშრომლების მიმართაც ანალოგიური ხასიათის ქმედებები ხდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატი არა მხოლოდ მისივე ბიუროს თანამშრომლის, დალი მამულაშვილის, განცხადების, არამედ ნეფარიძის შვილის ჩვენების საფუძველზეც დააკავეს.
ბრალდების მხარე ნეფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.